მთავრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარაძეს დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებს

საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ზურაბ პატარაძეს დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებს.
შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 20 აგვისტოს გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, შესაბამისი განკარგულებით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან 2025 წლის 1-იანვრიდან გაათავისუფლოს.
ცნობისთვის, ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2018 წლის 29 აგვისტოდან იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც – მის მავნე ქმედებებს სჭირდება სათანადო პასუხი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები