მთავრობა ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიის საგადასახადო შეღავათს 2028 წლამდე ახანგრძლივებს(bm.ge)

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტს, რომელიც ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიისთვის საგადასახადო შეღავათის – კერძოდ კი ნედლეულის იმპორტის შეღავათის მოქმედებას 2028 წლამდე ახანგრძლივებს. საუბარია თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისან გათავისუფლების შეღავათზე. შეღავათის წინა გახანგრძლივებას პარლამენტმა მხარი 2022 წელს დაუჭირა და ის 2026 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.
ცვლილება პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა.
“ასევე თამბაქოს ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებული შეღავათი მოქმედებს დღეს. მოგეხსენებათ, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნითაა ეს შეღავათი დაწესებული და მისი მოქმედების ვადა იწურება 2026 წლის 1 იანვარს. ასევე კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ ეს ეს ნორმაც, რომლის მოქმედებაც გაგრძელდეს 2028 წლის 1 იანვრამდე,”- განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
საქართველოში თამბაქოს უმსხვილესი ადგილობრივი მწარმოებელია კომპანია “თბილისის თამბაქო”, რომელიც ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის “სმარტ კაპიტალ ჯგუფის” შემადგენლობაშია. 2024 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 45 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 14.8 მილიონი ლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 8 თვეში 281 მილიონი კოლოფი სიგარეტის აქციზური მარკა გაიცა, აქედან 263 მილიონი კოლოფი იმპორტირებული საქონელი, 18.1 მილიონი კოლოფი კი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყო.
Bm.ge