პროექტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა სავარაუდოდ 2025 წელს, შეკვეთილში Black Sea Arena-ზე დაგეგმილი Guns N’ Roses-ის კონცერტი, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაიმართება. კონცერტი 2025 წლის 30 მაისს გაიმართება, ამის შესახებ ჯგუფის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი.
Black Sea Arena-მ Starring Georgia-ს კამპანია საქართველოში მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყო – ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ტარდება.
მთავრობამ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების 2-წლიანი პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოყო.
შპს „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ ამ წესის შესაბამისად შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი:
