მთავრობამ $500-მილიონიანი ევროობლიგაციის დაფარვის და ახალი ობლიგაციის განთავსების პროცესი დაიწყო

საქართველოს მთავრობამ 2021 წელს გამოშვებული და მიმდინარე წლის აპრილში დასაფარი $500-მილიონიანი ევროობლიგაციის წინმსწრებად დაფარვის პროცესი დაიწყო. ობლიგაციის დაფარვასთან ერთად მთავრობა ახალი $500-მილიონიანი ობლიგაციის განთავსების სამუშაოებსაც ატარებს, ინვესტორებს შესაბამისი შეთავაზება უკვე გაეგზავნათ და საბოლოოდ ახალი ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი უახლოეს პერიოდში განისაზღვრება.

განაცხადის თანახმად, მთავრობა 2026 წლის აპრილში დასაფარი ევრობონდის გამოსყიდვის ოპერაციის დასრულებას 2026 წლის 28 იანვრისთვის გეგმავს.

ფასიანი ქაღალდის დაფარვის ოპერაციის შესრულებაში საქართველოს მთავრობისთვის საბროკერო მომსახურების გაწევით გლობალური მოთამაშეები – Citigroup-ი; J.P. Morgan-ი; ICBC-ი და Société Générale-ი არიან ჩართული. საქართველოს ბაზარზე არსებული მომხმარებლებს კი საბროკერო მომსახურებას “Galt & Taggart-ი” და “” გაუწევენ.

საქართველოს 5-წლიანი $500-მილიონიანი ობლიგაცია, რომლის დაფარვაც ახლა ხდება 2.75%-ის განაკვეთში იყო ნომინირებული, რაც შეეხება ახალ ობლიგაციას, მისი განთავსება ამჟამად მიმდინარეობს და ოპერაციის დახურვამდე უცნობია რა განაკვეთში იქნება ის ნომინირებული. თუმცა სავარაუდოდ, ახალი ობლიგაციის განაკვეთი 3.82%-ზე ნაკლები ვერ იქნება, რადგან ამჟამად -ის 5-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციის განაკვეთი 3.82%-ს შეადგენს. სხვაობას -ის სახელმწიფო ობლიგაციის განაკვეთთან სპრედი ეწოდება, წინასწარი მოლოდინით აღნიშნული სპრედი 1.5-2%-ზე მაღალი არ იქნება, შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველო ახალ $500-მილიონიან ევრობონდს 5.3%-6%-ის ფარგლებში განათავსებს.

საკითხზე კომენტარი 2025 წლის ნოემბერში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააკეთა, რომლის თქმითაც, ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიერ განსათავსებელ ობლიგაციაზე მაღალი ინტერესია, თუმცა ეს განაკვეთი ვერ იქნება ისეთივე დაბალი, როგორც 2021 წელს გამოშვებული ობლიგაციის დროს იყო.

“ამის თქმის საფუძველს გვაძლევს გამოხმაურებები და ინტერესი, რაც აქვთ ინვესტორებს და ის არაერთი შეხვედრა რომელიც იმართება საქართველოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით. ამის საფუძველს იძლევა საქართველოს ეკონომიკური ვითარება და ის განვითარება, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და რისკის ნაწილში შემცირებული განაკვეთით მოხდეს ფასიანი ქაღალდის გამოშვება. მოლოდინი იმისა, რომ იქნება მოთხოვნა ორჯერ და სამჯერ მაღალი ვიდრე ფასიანი ქაღალდის მოცულობა. განაკვეთი ვერ იქნება იგივე, რაც 4-5 წლის წინ იყო. თუმცა რისკის განაკვეთი, რაც ემატება საბაზისო ღირებულებას, იქნება გაცილებით უფრო შემცირებული, ვიდრე ეს იყო 2021 წელს. შეგიძლიათ, მოიცადოთ 3-4 თვე და ამ მაჩვენებელსაც ვნახავთ”, – განაცხადა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2026 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ.