მთავრობამ სამ სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი შეუწყვიტა, ხუთს კი შეუჩერა. შესაბამისი განკარგულებები მთავრობის ვებგვერდზე 12 აგვისტოს თარიღით გამოქვეყნდა.
მთავრობის 1302-ე და 1303-ე განკარგულების მიხედვით, სტატუსი შეუწყდა ამხანაგობა შ.ო.ა-ს, ინდ მეწარმე გიორგი გომიაშვილს, ინდმეწარმე ჰაიკ გრიგორიანს. 1304-ე და 1305-ე განკარგულებით კი ინდმეწარმე სერგეი კუჯოიანს, ასევე ინდმეწარმეებს ალექსანდრ თარლამაზიანს, დავით მიქელაძეს, ლევან ჭანიშვილს და შპს ლ&დ ინვესმენტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი შეუჩერდათ.
12 აგვისტოს 1306-ე და 1307-ე განკარგულებების მიხედვით კი მთავრობამ რამდენიმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოე სტატუსი მიანიჭა, თუმცა დოკუმენტში ამ სუბიექტების შესახებ ინფორმაციას და მათი რაოდენობა წარმოდგენილი არ არის.
ცნობისთვის, მაღალმთიანი დასახლების საწარმო არის საწარმო (ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირი), რომელიც საქმიანობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში და აქვს მინიჭებული მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. ამ სტატუსის მქონე პირი 10 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება, რაც პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებულ შემოსავლაზე ვრცელდება.




