მთავრობამ 26 მაისის საზეიმო მიღება არ გამართა

2024 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტრადიციული საზეიმო მიღება მთაწმინდაზე არ გამართულა.
მთავრობის ადმინისტრაციაში ამასთან დაკავშირებით ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ფორმატი, რომლითაც მიღება წინა წლებში იმართებოდა, სავარაუდოდ გადაიხედება, შეიცვლება და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მიღება წელს არ გაიმართა.
გასულ წლებში საზეიმო მიღებას საქართველოს მთავრობა და პრემიერმინისტრი 26 მაისის დღის ბოლოს მასპინძლობდნენ. მიღებაზე მიწვეულები იყვნენ ხოლმე პოლიტიკური თანამდებობის პირები ოჯახებითურთ, პარლამენტარები, დიპკორპუსი, მედიის წარმომადგენლები, ცნობადი სახეები და ა.შ.
წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე პირველია ირაკლი კობახიძისთვის, როცა მას პრემიერმინისტრის პოსტი უკავია.
არც 2023 წლის და როგორც თავად აღნიშნავს, არც 2022 წლის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დასწრებია. 2023 წელს, დღის მანძილზე დაგეგმილი ტრადიციული ღონისძიებების პარალელურად, რომლის ნაწილიცაა აღლუმი, ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური მიმართვები, ის სპორტდარბაზში ვარჯიშობდა. ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი ვიდეო მაშინ ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა.
მოგვიანებით კი ირაკლი მ განაცხადა, რომ ის მსგავს ცერემონიებს არ ესწრება.
“აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო. […] ვარჯიშთან არაფერ კავშირში არ იყო ჩემი არმისვლა იმ ღონისძიებაზე. ისედაც არ ვესწრები ხოლმე ამ ღონისძიებებს. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად, როგორც ჩემი უფლება…” — თქვა მაშინ მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ