მთავრობამ 15 მუნიციპალიტეტს უცხოური გრანტის მიღების ნება დართო – განკარგულება

საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმოწერილი 20 მაისის განკარგულებით, 15 მუნიციპალიტეტს უფლება ეძლევა მიიღონ უცხოური ორგანიზაციის ფილიალის “გოეთეს” ინსტიტუტისგან გრანტის სახით თანხა, თითოეულმა 5 000 ევროს ოდენობით.
განკარგულების მიხედვით ჩოხატაურის, ლანჩხუთის,ოზურგეთის, ლაგოდეხის, ბაღდათის, ს, ქუთაისის, ხაშურის, ზესტაფონის, კასპის, ახალციხის, სიღნაღის, თელავის, საგარეჯოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს მთავრობამ მისცა უფლება, უცხოური არასამეწარმეო პირის ფილიალისგან – “გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში” მიიღონ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “Creative Compass Georgia” ფარგლებში გამოყოფილი გრანტი, თითოეულმა 5 000 ლარის ოდენობით.
მიზნობრიობაში მითითებულია ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვის მხარდაჭერა.