მთავრობამ ცესკო სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეიყვანა – შენობის ბლოკირება პატიმრობით დაისჯება

საქართველოს მთავრობამ არჩევნებამდე სამი დღით ადრე დაამტკიცა სტრატეგიული ობიექტების შესახებ დადგენილება. ამ ობიექტების ჩამონათვალშია ს, სასამართლოების, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების შენობები, მათ შორის საპატრიარქოც კი, თუმცა არა პარლამენტი.
საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი . მასში წერია, რომ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა განისაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ორი მუხლის მიზნებისთვის:
· სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში წერია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ორ წლამდე პატიმრობით. იგივე ქმედება ჯგუფურად კი – ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით;
· სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით ისჯება 10-დან 15 წლამდე პატიმრობით.
აქციის მონაწილეთა სისხლის სამართლის წესით დასჯაზე პირველად შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა მიმდინარე წლის მაისში, როცა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ადამიანები ცდილობდნენ, არ შეეშვათ მმართველი პარტიის დეპუტატები პარლამენტის შენობაში. იმ დროს მთავრობას სტრატეგიული ობიექტების ნუსხა არ ჰქონდა.
2024 წლის საპარლამენტო ს წინ ცესკოს შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილს რკინის ჯებირი შემოარტყეს. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა 17 აგვისტოს გაავრცელა. მასში ეწერა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს“.
„უსაფრთხოების მიზნით შენობის გარკვეული ნაწილის პერიმეტრზე ახალი ღობის ინსტალაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია დაწესებულების უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მისი მოდიფიცირება თავის მხრივ პასუხობს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს. მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა ასახავს პროაქტიულ მიდგომას თანამშრომლების და შენობის დასაცავად, რაც უზრუნველყოფს როგორც დაწესებულებაში, ისე მის გარე პერიმეტრზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას“, – ეწერა განცხადებაში.
რაც შეეხება ცესკოს უსაფრთხოებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია არ ეთანხმებოდა, შენობის წინ ხალხმრავალი აქცია გაიმართა. პოლიციამ მოქალაქეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
დღეს, 24 ოქტომბერს კი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციის დასაშლელად საჭირო აღჭურვილობა განაახლეს.
„წყლის ჭავლის მანქანები, რომლებიც იყო შეძენილი 2006 თუ 2007 წელს წინა მთავრობის მიერ, უკვე დიდი ხნის იყო და დავამატეთ, აღჭურვილობა განვაახლეთ. ახალი წყლის ჭავლის მანქანა შევიძინეთ რამდენიმე ცალი“, – თქვა მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ბოლო წლებია, მთავრობას სტრატეგიული ობიექტები განსაზღვრული არ ჰქონია. მსგავსი დოკუმენტი 2003 წლის 17 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მიიღო „მოქალაქეთა კავშირის“ ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრმა. დოკუმენტი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2004 წლის ივლისში გაუქმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა