პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების პერსონალის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ კანონის შესაბამისად, ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან:
საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა – გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ჯაბა კანკავა, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია;
საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელები – ვილი სანიოლი, ადელ შედლი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით გვარამაძე, ირაკლი ჩიტაური, ლევან ზამთარაძე, ფაბიენ ბოსუე, დევით ვები;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი – დავით მუჯირი;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – კახა ჭუმბურიძე;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – ნიკოლოზ ჟღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი – ზაზა ზამთარაძე;
საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების პერსონალი – გიორგი კაციტაძე; ვლადიმერ დვალიშვილი, დავით ხარაბაძე, გიორგი ჩანგელია, მიხეილ აბრამიშვილი, გიორგი ბჟალავა, თენგიზ გულბიანი, გიორგი ქოჩლაძე, გრიგოლ ლეჟავა, გელა გუჩუა, გიორგი დუღაძე, კონსტანტინე თედელური.
პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი ოფიციალური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა.
ერთა ლიგის ფინალში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. გადამწყვეტი თამაშის ძირითადმა დრომ და დამატებითმა ტაიმებმა გოლების გარეშე ჩაიარა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.