მთავრობამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა შემოშვებას – ხალხის ძალა პარტნიორებზე

ივანიშვილის პარტია ხალხის ძალა ეხმაურება საქართველოში ლიტვის ლატვიისა და ს საგარეო საქმეთა მინისტრების, გერმანიის ბუნდესტაგისა და ლიტვის სეიმი საგარეო კომიტეტის თავჯდომარეებისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტებს და მოუწოდებს ქართულ ოცნებას, იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა აღნიშნული პირები ქვეყანაში შემოშვებას.
ივანიშვილის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ რადგანაც აღნიშნული პირები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან, ხოლო მათი ვიზიტის მიზანი “რადიკალიზაციის ხელშეწყობაა”.
“რთულად წარმოსადგენია, რომ ჩვენს ქვეყანაში ზემოთ ხსენებული დასავლელი პოლიტიკოსების სტუმრობა მათ მიერ ხსენებულ მიზანს, ანუ „დასავლური კურსის“ მხარდაჭერას ემსახურებოდეს. აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა. როდესაც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. ამ სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ხალხის ძალა მთავრობას მოუწოდებს, არ შეხვდნენ საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და ამავდროულად იმსჯელონ მათი ქვეყანაში შემოშვების საკითხზე.
“ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან.
უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და ს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას” – წერენ ივანიშვილის დეპუტატები.
10 მაისს, პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც აღნიშნა, რომ რამდენიმე ევროპელმა პოლიტიკოსმა საქართველოში ვიზიტისა და მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, თუმცა, პაპუაშვილმა მათ უთხრა, რომ ეს ვიზიტისთვის კარგი დრო არ იყო.
დღეს, 13 მაისს 09:00 საათზე იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით სხდომის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. ქართული ოცნების დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეძახილების – “მონებო, რუსებო” ფონზე მოუწიათ.
ამასთან ერთად, პარლამენტთან აქციაზე 20 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. -ს ცნობით, მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.