მთავრობამ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სია დაამტკიცა

მთავრობამ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სია დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა 23 ოქტომბერს დაამტკიცა.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება:
· საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან/და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული შენობები;
· საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;
· საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;
· საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული შენობები;
· საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;
· მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან/და მერიის ადმინისტრაციული შენობები;
· საქართველოს პროკურატურის სისტემის ადმინისტრაციული შენობები;
· ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული შენობა;
· საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;
· საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;
· საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული შენობა;
· საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები;
· საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა;
· საქართველოს საპატრიარქო;
· სასაზღვრო გამტარი პუნქტი;
· საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურა და ობიექტი;
· ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი;
· გაზსაცავი ობიექტი, გაზის გამანაწილებელი ობიექტი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა (ობიექტი);
· გაზშემკრები სადგური;
· ნავთობ და გაზგადამამუშავებელი ობიექტი, მისი საწარმოო სიმძლავრის მიუხედავად;
· მაღალი ძაბვის ქვესადგური (110 კვ და მეტი);
· ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების მართვის ობიექტი და სისტემა;
· იმ საწარმოების შენობა-ნაგებობები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს;
· სახელმწიფო ან სამობილიზაციო რეზერვის სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი;
· სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ბიოუსაფრთხოების (BSL) პირველი ან მე-2 დონის მქონე ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებსა და კვლევებს განსაკუთრებულად საშიშ ინფექციებსა და საშიშ ინფექციურ დაავადებებზე;
· თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა;
· ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობა;
· შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და მაუწყებლების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა;
· ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია (ნავმისადგომები, ტერმინალები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, სტაციონარული საზღვაო სანავიგაციო ნიშნები, შესასვლელი არხი);
· რკინიგზა, რკინიგზის სადგური და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა;
· მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;
· მეტროპოლიტენი;
· აეროპორტის ტერიტორია.