მთავრობამ „სოკარ ჯორჯია გაზს“ სამეგრელოში ქონება 8.3 მლნ ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა

მთავრობამ „სოკარ ჯორჯია გაზს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზსადენი პირდაპირი მიყიდვის ფორმით 8 346 792 ლარად საკუთრებაში გადასცა. შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, რომელიც 1 აგვისტოს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, ენერგოკომპანიას წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე გამავალი ჯამურად 245 017 მეტრის სიგრძის ხაზოვანი ნაგებობა, ანუ გაზსადენი გადაეცა.
„სოკარ ჯორჯია გაზმა“ ქონების საფასური 8 346 792 ლარი 2040 წლის ბოლომდე უნდა დაფაროს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა