მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას ერთ ლარად მიწები გადასცა

საქართველოს მთავრობამ 12 მარტს გამოცემული განკარგულებით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. დოკუმენტს ხელს აწერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი .
მართლმადიდებელ ეკლესიას სიმბოლურ თანხად გადაეცემა:
· ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში 849 კვ.მ. მიწა;
· იმავე მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნატანებში 929 კვ.მ. მიწა;
· ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში 345 და 859 კვ.მ. მიწის ნაკვეთები.
მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში გადაიხადოს საპრივატიზაციოდ დადგენილი თანხა – ერთი ლარი.
საქართველოს საპატრიარქო ქვეყნის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს 25 მილიონ ლარს. სხვადასხვა ქალაქის მერიები წლების განმავლობაში იხდიან ფულს ეკლესიების კეთილმოწყობის, კომუნიკალური გადასახადებისა თუ სხვა საჭიროებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ