მთავრობამ ბახვი ჰესის მშენებელ კომპანიას მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა(bm.ge)

მთავრობამ ბახვი ჰესის მშენებელ კომპანიას მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა(bm.ge)
მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს ბახვი 2-ს აღნაგობის უფლებით გადასცა.
დადგენილების მიხედვით, კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ალპურ საძოვრებში (ბახვი) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 7 კვ/მ და 212 კვ/მ მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 902 ლარად გადაეცა.
ჰესის მშენებელ კომპანიას საპრივატიზებო პირობად განესაზღვრა:
· საპრივატიზებო თანხის – 902 ლარის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში;
· მთავრობას, შპს ბახვი 2-ს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის 2023 წლის 11 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული „ბახვი 2“ ჰიდროელექტროსადგურის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება;
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს ბახვი 2-ს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 51 ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ალპურ საძოვრებში (ბახვი) მდებარე 178 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი”, – წერია მთავრობის განკარგულებაში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბახვისწყალზე ბახვი ჰესის კასკადის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია Energy Solution-ის მმართველმა პარტნიორმა და კომპანია „ბახვი ჰესის“ დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა მიმდინარე წლის სექტემბერში განაცხადა, ჰესის კასკადში შემავალი სამივე ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, წელსვე შევა.
ბახვი ჰესის კასკადის [ბახვი 1, ბახვი 2ა, ბახვი 2ბ] ჯამური დადგმული სიმძლავრე 46 მგვტ-ია, ხოლო ინვესტიცია $90 მილიონი. პროექტს Energy Solution-ი -ში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდთან ერთად ახორციელებს.