მთავრობამ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე გაათავისუფლა

საქართველოს მთავრობის 20 აგვისტოს განკარგულებით პრეზიდენტს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარიძის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება წარედგინა.
ზურაბ პატარიძე აღნიშნულ პოსტს გასული 6 წლის განმავლობაში, 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა. მთავრობის განკარგულების თანახმად, პატარიძე პოსტიდან 2025 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდება.
ვრცლად bm.ge–ზე