“მთავარსარდალიც” ჩვენ ქვეყანაში არაფერს ნიშნავს, რადგან მშვიდობიანობის დროს ჯარს თავდაცვის მინისტრი, ხოლო ომიანობის დროს – პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს – ალექსანდრე რაქვიაშვილი

“მთავარსარდალიც” ჩვენ ქვეყანაში არაფერს ნიშნავს, რადგან მშვიდობიანობის დროს ჯარს თავდაცვის მინისტრი, ხოლო ომიანობის დროს – პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს – ალექსანდრე რაქვიაშვილი
,,გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი:
,,მოქმედი თავდაცვის კოდექსის თანახმად ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტმა ბრძანება შეიძლება გასცეს. როგორც ბევრ სხვა რამეში, “მთავარსარდალიც” ჩვენ ქვეყანაში არაფერს ნიშნავს, რადგან მშვიდობიანობის დროს ჯარს თავდაცვის მინისტრი, ხოლო ომიანობის დროს – პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
პრეზიდენტს მხოლოდ ცერემონიალური ფუნქციები დარჩა.
თუმცა, როცა პრეზიდენტს თავდაცვის კოდექსის ამ და ბევრ სხვა პრობლემებზე ველაპარაკებოდით, მან კოდექსი მაინც მოიწონა და ვეტოს ნაცვლად ხელი მოაწერა, არგუმენტით, რომ ამით ჯარი გაძლიერდება. ანუ მისივე ლოგიკით, რუსული რეჟიმი ქართულ ჯარს აძლიერებდა. და ეს ბნელი წარსულის კი არა, სულ რაღაც ერთი წლის წინანდელი ამბავია, როცა პრეზიდენტი 1.5 წელი რაც ქოცებს “ებრძოდა”.
ასე რომ, რომელ ჯარს მიმართავს პრეზიდენტი (და ოპოზიციის ნაწილი)? რომელიც მას, მისივე მოწონებით და ხელმოწერით, არ ემორჩილება?“