“მთავარმა არხმა” ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები მოიპოვა [VIDEO]

“მთავარმა არხმა” ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, როგორ ისვრიან სხვადასხვა ნივთებს თავდამსხმელები.
შემთხვევა 5 იანვარს საღამოს, ორბელიანის მოედანზე მოხდა. ნაზღაიძესა და მის მეგობრებს თავს 30-მდე პირი დაესხა. მისივე ცნობით, სცადეს დანის დარტყმაც.
მომხდარზე ამ დრომდე არავინაა დაკავებული. -მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო. გამომძიებლებმა მეორე დღეს გამოკითხეს ნაზღაიძეც.
ვიდეო