მთავარი სახეები ფონ დერ ლაიენის ახალ გუნდში

მთავარი სახეები ევროკავშირის ხელმძღვანელის, ფონ დერ ლაიენის ახალ გუნდში
სამშაბათს, 17 სექტემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის ახალ გუნდში თანამდებობები გაანაწილა.
სტატიაში დასახელებულია რამდენიმე ფიგურა, რომლებიც მეორე ხუთწლიანი ვადით არჩეული ევროკავშირის გერმანელი თავმჯდომარის გუნდის მთავარი სახეებია:
კაია კალასი: ტოპ-დიპლომატი
ს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინის მხურვალე მხარდამჭერია, ევროკავშირის ლიდერებმა საგარეო პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს. ს გააფთრებულ კრიტიკოსს, 47 წლის კალასს კრემლის მიმართ პირადი მტრობა აქვს, რადგან საბჭოთა ხელისუფლებამ დედამისი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ციმბირში გადაასახლა, სულ ახლახან კი მოსკოვმა თავად კალასი შეიყვანა ძებნილთა სიაში. უკრაინის ომს ის თავისი სამშობლოს ეგზისტენციალურ საფრთხედ განიხილავს. მომავალი საქმიანობის დროს, ტალინის „რკინის ლედი“, სავარაუდოდ, ს მხარდაჭერაზე გაამახვილებს ყურადღებას.
თუმცა, ღაზაში მძვინვარე ომისა და მთელს მსოფლიოში არსებული სხვა მზარდი გამოწვევების ფონზე, მას მოუწევს სწრაფად დაამტკიცოს, რომ ერთ ფოკუსზე ორიენტაციის მქონე პონი არ იქნება.
სტეფან სეჟურნე: ბოლო წუთზე გაკეთებული ცვლილება
საფრანგეთის აწ უკვე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნე ევროკავშირში ახალ თანამდებობაზე მხოლოდ მას შემდეგ დაინიშნა, რაც მთავარმა კანდიდატმა, შიდა ბაზრის ამჟამინდელმა კომისარმა, პარიზელმა ტიერი ბრეტონმა, ფონ დერ ლაიენთან დრამატული უთანხმოების შემდეგ, პოსტი დატოვა. ბრეტონის წასვლა 39 წლის კომისარს დიდ შესაძლებლობებს უჩენს, მითუმეტეს, რომ პრეზიდენტ ს ერთგულ მოკავშირეს უკვე აქვს ბრიუსელის დერეფნებში მოლაპარაკებების წარმოების საკმაო გამოცდილება – სეჟურნე მაკრონის გარემოცვის ერთ-ერთი მთავარი წევრია და სწორედ ის ხელმძღვანელობდა საფრანგეთის პრეზიდენტის ცენტრისტულ ჯგუფ Revenation-ს ევროპარლამენტში, სანამ იანვარში თავისი ქვეყნის მთავარი დიპლომატი გახდებოდა. ამიტომ, უკვე გამოცდილი სეჟურნე, შედარებით ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საფრანგეთის მიერ ბრიუსელში გერმანიის დომინირების ყველაზე მნიშვნელოვან საპირწონე განიხილება.
რაფაელე ფიტო: მელონის იმედი
იტალიის ევროპის საკითხების მინისტრი, 55 წლის ფიტო პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ბრიუსელში ერთ-ერთ საკვანძო პოსტზე იმიტომ დააწინაურა, რომ სურს, მისი მეშვეობით, ევროკავშირის საქმიანობას თავისი კვალი დაამჩნიოს. თუმცა ვარაუდი, რომ პოსტფაშისტური პარტია „იტალიის ძმების“ წარმომადგენელი რაფაელე ფიტო შეიძლება ფონ დერ ლაიენის ერთ-ერთი მთავარი ლეიტენანტი გახდეს, ევროკავშირის ცენტრისტმა და მემარცხენე კანონმდებლებმა ერთმად უარყვეს. გამოცდილი იტალიელი მინისტრი ბრიუსელს კარგად იცნობს. აქ ის სილვიო ბერლუსკონის დროსაც მსახურობდა. ფიტო დღეს მელონის მთავრობის ერთ-ერთ შედარებით ზომიერ წევრად მიიჩნევა. ის სამჯერ აირჩიეს ევროპარლამენტში, სანამ 2022 წელს მელონის ადმინისტრაციას შეუერთდებოდა. კოვიდის შემდეგ ევროკავშირის აღდგენის ფართომაშტაბიან გეგმაში ჩადებული იტალიის წილის მართვა სწორედ ფიტოს აბარია.
ტერეზა რიბერა: „მწვანე“ დედოფალი
ესპანეთის გარემოს დაცვის მინისტრი, ტერეზა რიბერა, რომელიც ეკოლოგიის სფეროში დიდი ხანია საქმიანობს, კლიმატის ცოდნასთან ერთად, მოლაპარაკების უნარებითაც არის ცნობილი. 55 წლის ჟურნალისტი სოციალისტ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან დაახლოებულია და ჩაბარებული აქვს ერთ-ერთი მთავარი პორტფელი, რომელშიც შედის ეკონომიკური ტრანსფორმაცია, გარემოს დაცვა და კონკურენცია. როგორც ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ (ამბიციური გეგმა, რომელიც 2050 წლისთვის სითბური აირების გამოყოფის შეწყვეტას ისახავს მიზნად – რედ.) აქტიური მხარდამჭერი, მან თავის სამშობლოში წყალბადის ენერგიის უფრო ფართოდ გამოყენებას შეუწყო ხელი და მგლებზე ნადირობა აკრძალა. თუმცა, მკაცრი პოზიცია რიბერას ხშირად აბნევს ფერმერებთან ურთიერთობის დროს, ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე მისი კატეგორიული წინააღმდეგობა კი ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის, საფრანგეთის უკმაყოფილებას იწვევს.
პიოტრ სერაფინი: პოლონეთის შუამავალი
სერაფინი ბრიუსელში ცნობილი ფიგურაა. ის არის პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ნდობით აღჭურვილი პირი და მის ოფისს უძღვებოდა, როდესაც ტუსკი ევროსაბჭოს ხელმძღვანელი იყო. ამჟამად სერაფინი ევროკავშირში ვარშავის ელჩია და მისი კანდიდატურა ბიუჯეტის ახალ თავკაცად მოიაზრება. თუ სერაფინის კანდიდატურა დამტკიცდება, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს პოლონეთის მზარდ წონას ევროკავშირში და ვარშავას ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ირგვლივ გამართული მწვავე მოლაპარაკებების დროს.
ოლივერ ვარჰეი: ორბანის კაცი
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხების კომისრად მუშაობის ხუთი წლის განმავლობაში, უნგრელმა ვარჰეიმ ბევრი მტერი გაიჩინა. მისთვის, როგორც მემარჯვენე პოპულისტის, ს მოკავშირისთვის, არაერთხელ სცადეს ფეხის დადება სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობის დროს, იქნებოდა ეს უკრაინის სწრაფვა ევროკავშირში გაწვრიანებისკენ თუ პალესტინელების მხარდაჭერა. სავარაუდოა, რომ 52 წლის ოლივერს ამჯერად ნაკლები გავლენა ექნება, თუმცა მანამდე ევროპარლამენტში დამტკიცების მკაცრი პროცედურების გავლა მოუწევს. ეს განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს იმ ფონზე, რომელიც „ცხელ“ (ჩართულ) მიკროფონში ევროპარლამენტარების „იდიოტებად“ მოხსენიებამ შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ დაარტყა ზურგში ბრიუსელს, ზოგიერთი დიპლომატი ამბობს, რომ მასთან მუშაობა უკვე ისწავლეს. და თუ ვარჰეის კანდიდატურა მაინც დაბლოკეს, ორბანმა შეიძლება ბრიუსელს უფრო ნაკლებად კონსტრუქციული პერსონა შესთავაზოს.
წყარო: 1tv.ge