მთავარი სამიზნე ცნობილია – “ნაპოლი” კვარაცხელიას შემცვლელს სავარაუდოდ, “შახტარიდან” დაიმატებს

AreaNapoli-ს ინფორმაციით, “ნაპოლის” მთავარი მიზანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “შახტარის” შემტევის კევინ სანტოს ლოპეს დე მაკადოს, იგივე კევინის დამატება იქნება.
22 წლის ბრაზილიელს ს პოზიციაზე თამაში შეუძლია და მის პროგრესს პირადად “პარტენოპეის” სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა აკვირდება.
ფეხბურთელით ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებიც არიან დაინტერესებულნი და მისი სატრანსფერო ღირებულება სავარაუდოდ, 30 მილიონი ევრო იქნება.
“ნაპოლი” “მარსელის” შემტევის მეისონ გრინვუდის გარშემო შექმნილ სიტუაციასაც სწავლობს, მაგრამ მისი ფასი გაცილებით მაღალი იქნება, ამიტომ დონეცკური გუნდიდან ბრაზილიელი ფეხბურთელის ვარიანტი უფრო აწყობთ.
კევინმა მიმდინარე სეზონში
“შახტარის” შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ