მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ხალხი და გადარჩენა „დიფ-სთეითის“ თამაშისგან

მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ხალხი და გადარჩენა „დიფ-სთეითის“ თამაშისგან
„ვიღაც ბებერი სოროსი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ ითამაშოს ადამიანების სიცოცხლით,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ. მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების საზრუნავი ქვეყანა, ხალხი და „დიფ-სთეითის“ თამი გადარჩენაა.
„მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, ხალხი და გადარჩენა „დიფ-სთეითის“ თამაშისგან. ამ ყველაფერს თამაში ჰქვია, სხვა არაფერი. ვიღაც ბებერი სოროსი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ ითამაშოს ადამიანების სიცოცხლით,“ – განაცხადა დეპუტატმა.
ზაალ მიქელაძემ ში ომის დაწყების პირველი დღეები გაიხსენა და დასძინა, რომ მაშინ საქართველო დიდი ქვეყნების ლიდერებმა და მათმა ელჩებმა მთაში და ტყეში გასახიზნად გაიმეტეს. „უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან დიდი ქვეყნების ლიდერები და მათი ელჩები ჩვენს ქვეყანაში, თავს უფლებას აძლევდნენ ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის გაეკეთებინათ მოწოდებები საქართველოს ამ გამანადგურებელ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. დიახ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნებოდა გამანადგურებელი ომი, რომელიც სულ რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა. თქვენ პარტიზანული ბრძოლის გამოცდილება გაქვთო – მთაში და ტყეში გასახიზნად გაიმეტეს ეს ქვეყანა,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„მაგნატის“ წილის გადანაწილების ერთ ეპიზოდში, ვცდილობდი, ბოლო 5 პროცენტი მაინც შენარჩუნებულიყო, მაგრამ მოლაპარაკების ოთახში შემოდის ბუცხრიკიძე და ულტიმატუმს აყენებს – იძულებული გავხდით, მოლაპარაკება ისე დაგვესრულებინა, როგორც „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებს სურდათ

კიდევ უფრო სამარცხვინოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც შეიწყალა ლაზარე გრიგორიადისი და ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი, რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის სროლის ჰეროიზაციას