მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ევროკავშირის სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა, ევროპარლამენტმა 5 ასეთი რეზოლუცია დაამტკიცა, ეს არ შეშვენის ევროკავშირს, რომელიც 2008 წლამდე იყო სამართლიანობის სიმბოლო

მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ევროკავშირის სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა, ევროპარლამენტმა 5 ასეთი რეზოლუცია დაამტკიცა, ეს არ შეშვენის ევროკავშირს, რომელიც 2008 წლამდე იყო სამართლიანობის სიმბოლო
ევროკავშირის სტრუქტურებში არის სერიოზული პრობლემები, ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1949 წლიდან 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს განსხვავებული ვითარებაა.
„ჩვენთვის მთავარია ობიექტური შეფასებები, თუ ისინი გმობენ იმ ძალადობას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, მაშინ შეგვიძლია, დადებითად შევაფასოთ ასეთი განცხადება. თუ ასეთი რამ არ არის დაგმობილი, მაშინ არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, ჰქონდეს. ჩვენთვის მთავარია სამართლიანობა და ობიექტურობა. ევროკავშირის სტრუქტურებში არის სერიოზული პრობლემები ამ კუთხით. მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა. ევროპარლამენტის რეზოლუციები გაიხსენეთ, 5 ასეთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, ეს არ შეშვენის ევროკავშირს, რომელიც 2008 წლამდე იყო სამართლიანობის სიმბოლო. 1949 წლიდან 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს სამწუხაროდ, განსხვავებული ვითარებაა. იმედი მაქვს, უკრაინაში ომის დასრულებასთან ერთად ამ კუთხით იქნება სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში