მთავარი: ოქუაშვილის მიერ შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, ამ ეტაპზე ყველა გადაცემა შეჩერდა

მთავარი არხი ტელეკომპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის ყველა გადაცემა შეჩერებულია, მიზეზად კი ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილ ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ.
“არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები.
გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში:
· საინფორმაციო გამოშვებები
· სპეც-ეთერები
· პოსტ-ფაქტუმი
· მთავარი შაბათს
· დღის სტუმარი
· განსხვავებული აქცენტები
· ღამის მთავარი
· შენი დილა
· შენი შუადღე
· შენი შუაღამე
· ლიტერატურული სამკუთხედი
· მთავარი მსოფლიოში
ამ დროისთვის “მთავარი არხის” ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად”, – ნათქვამია მთავარი არხის განცხადებაში.