“მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს: – წადი!“ – რატომაა შეცდომა ხელახალი არჩევნების მოთხოვნა?

ჩემი აზრით, შეცდომაა ხელახალი ს მოთხოვნით აქცია, აქ არის მთავარი “წადი“, ადამიანი გამოვიდა გაბრაზებული, როგორ მაკადრე, რომ გამოხვედი ჩემი კონსტიტუციურობიდან, დასავლეთი წამართვი და მე ამისთვის გამოვედი საჩხუბრად. ის ახალი არჩევნებიც დიდი ბუტაფორიაა, თუ შენ არ დაგანგრიე, მე თუ შენ გთხოვ არჩვენებს, ესეთი არჩევნები წაგებულია სულ. შენ აქეთ უნდა მეხვეწო, არჩევნებს ჩაგიტარებ, ისე შემიყენე წყალი, რომ თავი რამენაირად ლეგიტიმურად გადავირჩინო, ამისთვის ქოცი აქეთ უნდა გეხვეწებოდეს, მაგ მდგომარეობამდე მიყვანა უნდა იყოს მიზანი, რაც არის მოთხოვნა, “წადი.“ მთავარი პრობლემა რა არის იცით? როცა პარტია სახელმწიფო რესურსს იყენებს სათავისოდ, ეგ უნდა მოანგრიო. ან მაგას ანგრევ, ან მეორე გამოსავალი- იმდენად იზრდება შენი პოპულარობა, რომ თავით გაიტან, ყველაფერს გახევ, იმხელა იქნება უპირატესობა, რომ გახევადია “ოცნება“. მაგის რწმენა თუ არ მექნება, საერთოდ პოლიტიკაზეც აღარ დავილაპარაკებ,- განაცხადა კობერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება