მთავარი გამოწვევა არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაციაა, რასაც თან მოსდევს საზოგადოებების პოლარიზება – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ს განცხადებით, გლობალური ბიზნეს საზოგადოებისთვის მომდევნო 2 წლის მთავარი გამოწვევა არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაციაა, რასაც თან მოსდევს საზოგადოებების პოლარიზება.
მისი განმარტებით, ახლა კონფლიქტისა და პოლარიზაციის დრო არ არის, საჭიროა ნდობის აღდგენა, ეს კი სწრაფ მოქმედებას მოითხოვს.
“გლობალური ბიზნეს საზოგადოებისთვის მომდევნო 2 წლის მთავარი გამოწვევა არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაციაა, რასაც თან მოსდევს ჩვენი საზოგადოებების პოლარიზება. ეს რისკები სერიოზულია, რადგან ზღუდავს ჩვენს უნარს ვუპასუხოთ გლობალურ გამოწვევებს, რომლებსაც ვაწყდებით. ახლა არაა კონფლიქტისა და პოლარიზაციის დრო, ნდობის აღდგენის დროა, ეს კი სწრაფ მოქმედებას მოითხოვს. მჯერა, რომ ეს მიღწევადია და მჯერა, რომ ევროპას შეუძლია და უნდა იყოს კიდეც ლიდერი.
თავისუფლებას, რომელსაც ჩვენს საზოგადოებებს ვთავაზობთ, მოჰყვება რისკები შიგნიდან და გარედან. ყოველთვის იქნება მცდელობა გადავუხვიოთ კურსიდან, ეს კი ყველაზე კარგად უკრაინის საკითხმა აჩვენა. სტრატეგიული მიზნების მიღწევაში წარუმატებელია, არ მოხდა ის, რასაც ბევრი შიშობდა. ის დასუსტდა ეკონომიკურად და წააგო დიპლომატიურადაც – ფინეთის ნატოში გაწევრიანებით. ეს ყველაფერი კი გვეუბნება, რომ ამ ომში ს შეუძლია წინსვლა, მაგრამ მას უნდა დავეხმაროთ 2024 წლისთვის და შემდეგაც”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. დაგეგმილია ს სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60, სახელმწიფო ლიდერია. ფორუმზე ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლუსული” ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო – ეს მანქურთები, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც რუსებს საქართველოში შემოუძღვნენ, ცდილობენ აქეთ დაგვესხან თავს და გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ, თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია

არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის პოზიცია