მთავარი არხი: ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, “შენი დილა” ეთერში ვერ გადის

ტელეკომპანია მთავარი არხის განცხადებით, ტელევიზიის თანადამფუძნებლის, “ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნნნილი კრიზისის გამო გადაცემა შენი დილა ეთერში ვერ გადის”.
არხის ცნობით, ისინი სახსრების გამონახვისთვის მუშაობენ.
“”მთავარი არხის” თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, “შენი დილა” ვერ გადის ეთერში.
ზაზა ოქუაშვილი ემსახურება რუსული რეჟიმის მიზნებს და ხურავს ქვეყნის მთავარ კრიტიკულ არხს.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ სახსრები ეთერის აღსადგენად”, – წერია განცხადებაში.