“მთავარი არხი” დაიხურა – 1 მაისიდან ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს

“მთავარი არხი” დაიხურა – 1 მაისიდან ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს
ყველაფერი 2019 წლის 9 სექტემბერს დაიწყო, როდესაც რუსთავი2-ის ყოფილმა გუნდმა “მთავარი არხი დააფუძნა. 5 წლის შემდეგ კი, ტელევიზია იხურება.
1 მაისიდან ტელეკომპანია მთავარი არხი მაუწყებლობას წყვეტს და იხურება. ამის შესახებ ინფორმაცია თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან მიიღეს.
არხის დახურვას ადასტურებს საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი თათია წოწონავაც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს ბოლო იმედიც ჩაქრა, ჩემი და მთავარი არხის თანაცხოვრება დასრულებულია და გული ძალიან მწყდება, რომ ამ ყველაფერს ამ ფორმით იგებს ყველა.”– წერს თათია წოწონავა.
იმედიანად არის განწყობილი , რომელიც წერს:
“დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი. მთავარია ქვეყანა არ დაიხუროს, თორემ მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს. –

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის