„მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„მთავარი არხის“ განცხადებით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მოხდა.
„მთავარი არხის“ განცხადებით, ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუსწორდნენ, დაზიანდა არხის კუთვნილი ტექნიკაც:
„ამ წუთებში ლადო მენაბდე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. „ოცნების” ტიტუშკები სოფელ სუფსაში “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ჩვენი არხის ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას რამდენიმე კაცი დაუპირისპირდა. დააზიანეს “მთავარი არხის” კუთვნილი ტექნიკაც“ — ვკითხულობთ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ნეტგაზეთი“ მომხდართან დაკავშირებით დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, რომლის კომპეტენციაცაა ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – დაველოდებით როგორი შემოთავაზება იქნება – პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ჩვენი პოზიცია რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია