მთავარი არხის ოპერატორი გაათავისუფლეს

მთავარი არხის ინფორმაციით, ოპერატორი სერგი ბარამიძე გაათავისუფლეს. ის ორთაჭალაში მდებარე -ს შენობაში იმყოფებოდა.
სერგი ბარამიძე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 2 საათის წინ, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს, რა დროსაც ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თსუ-ის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, ხოლო თბილისის მერიის სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირის დასუფთავება დაიწყო.

მალევე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათი დაკავება დაიწყო. იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.