მთავარის ინფორმაციით, ბადრი აბაშიძე, რომელმაც ბათუმში, მოქმედი პარლამენტარების მუქარის ნიადაგზე, თავის დაწვა სცადა, კლინიკაშია გადაყვანილი | არსებული ინფორმაციით, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს




