მთავარია, რადიკალურმა მავნებლურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც თავს პარტიას უწოდებენ და უცხოელი პატრონების ნებაზე არიან დამოკიდებული იგრძნონ, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან

მთავარია, რადიკალურმა მავნებლურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც თავს პარტიას უწოდებენ და უცხოელი პატრონების ნებაზე არიან დამოკიდებული იგრძნონ, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან
ქართველი ამომრჩეველი იმაზე მეტად გაიზარდა პოლიტიკურად, ვიდრე მავანთ წარმოუდგენიათ. ეს ის ამომრჩეველია, რომლის სწორი გადაწყვეტილების შედეგად, უკვე მერამდენე ა, ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადობა უნარჩუნდება – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე ს განცხადებას იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს.
ექსპერტის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადიკალურმა დაჯგუფებებმა მარცხი უნდა აღიარონ, დესტაბილიზაციის მცდელობებზე უარი თქვან და შეეგუონ, რომ ქართველი ამომრჩევლის ნებას წინ ვერ აღუდგებიან.
“2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრი პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური სუბიექტისთვის გადამწყვეტი არჩევნები იქნება. ვიღაც მოიგებს და ვიღაც წააგებს. მოგება-წაგება კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ რადიკალურმა მავნებლურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც თავს პარტიას უწოდებენ და რომლებიც ძირითადად მაინც თავიანთი უცხოელი პატრონების ნებაზე და დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული, იგრძნონ, რომ ქართველი ხალხის და ამომრჩევლის ნებას წინ ვერ აღუდგებიან, წაგებას შეეგუონ და აღიარონ, ყოველგვარი დესტაბილიზაციისგან თავი შეიკავონ, მომავალში ქართულ პოლიტიკისგან გამიჯვნაზეც თუ იფიქრებენ ცუდი არ იქნება, თუ რასაკვირველია სინდისი მისცემს მათ ამის საშუალებას. ქართველი ამომრჩეველი იმაზე მეტად გაიზარდა პოლიტიკურად ვიდრე მავანთ წარმოუდგენიათ. ეს ის ამომრჩეველია, რომლის სწორი გადაწყვეტილების შედეგად, უკვე მერამდენე არჩევნებია, ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადობა უნარჩუნდება. ასე იქნება წელსაც და არავის ვურჩევ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც მართლაც დაკარგული აქვთ ეროვნული თავმოყვარეობა, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს”, – წერს ნიკოლეიშვილი.
Previous: “ვეტინგის” შემოღების ინიციატორებმა გადახედონ საერთაშორისო კვლევებს და ნახონ თუ როგორი გაჭენებულია კორუფცია ში, ალბანეთსა და მოლდოვაში და როგორი უმდაბლესი ნდობაა იქაური მართლმსაჯულების სისტემებისადმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გილაურმა ჯერ ვითომ რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ჰყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას

ამერიკელი ელჩების პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ადათ-წესები არ იციან – ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის “ბედნიერ” ბელადს ცარიელი ბოთლით დაასაჩუქრებენ