მთავარია, რადიკალურმა მავნებლურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც თავს პარტიას უწოდებენ და უცხოელი პატრონების ნებაზე არიან დამოკიდებული იგრძნონ, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან

მთავარია, რადიკალურმა მავნებლურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც თავს პარტიას უწოდებენ და უცხოელი პატრონების ნებაზე არიან დამოკიდებული იგრძნონ, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან
ქართველი ამომრჩეველი იმაზე მეტად გაიზარდა პოლიტიკურად, ვიდრე მავანთ წარმოუდგენიათ. ეს ის ამომრჩეველია, რომლის სწორი გადაწყვეტილების შედეგად, უკვე მერამდენე არჩევნებია, ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადობა უნარჩუნდება – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე ს განცხადებას იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს.
ექსპერტის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადიკალურმა დაჯგუფებებმა მარცხი უნდა აღიარონ, დესტაბილიზაციის მცდელობებზე უარი თქვან და შეეგუონ, რომ ქართველი ამომრჩევლის ნებას წინ ვერ აღუდგებიან.
“2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრი პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური სუბიექტისთვის გადამწყვეტი არჩევნები იქნება. ვიღაც მოიგებს და ვიღაც წააგებს. მოგება-წაგება კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ რადიკალურმა მავნებლურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც თავს პარტიას უწოდებენ და რომლებიც ძირითადად მაინც თავიანთი უცხოელი პატრონების ნებაზე და დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული, იგრძნონ, რომ ქართველი ხალხის და ამომრჩევლის ნებას წინ ვერ აღუდგებიან, წაგებას შეეგუონ და აღიარონ, ყოველგვარი დესტაბილიზაციისგან თავი შეიკავონ, მომავალში ქართულ პოლიტიკისგან გამიჯვნაზეც თუ იფიქრებენ ცუდი არ იქნება, თუ რასაკვირველია სინდისი მისცემს მათ ამის საშუალებას. ქართველი ამომრჩეველი იმაზე მეტად გაიზარდა პოლიტიკურად ვიდრე მავანთ წარმოუდგენიათ. ეს ის ამომრჩეველია, რომლის სწორი გადაწყვეტილების შედეგად, უკვე მერამდენე არჩევნებია, ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადობა უნარჩუნდება. ასე იქნება წელსაც და არავის ვურჩევ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც მართლაც დაკარგული აქვთ ეროვნული თავმოყვარეობა, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს”, – წერს ნიკოლეიშვილი.
Previous: “ვეტინგის” შემოღების ინიციატორებმა გადახედონ საერთაშორისო კვლევებს და ნახონ თუ როგორი გაჭენებულია კორუფცია ში, ალბანეთსა და მოლდოვაში და როგორი უმდაბლესი ნდობაა იქაური მართლმსაჯულების სისტემებისადმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია