მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, დღემდე ამას ვერ ვხედავთ – კობახიძე

ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმება და მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან; დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს ბეშუმში, -ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მლნ დოლარის დახმარების შეჩერების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღემდე ვერ მიიღო ინფორმაცია, კონკრეტულად რა თანხა შეჩერდა.
“დავინტერესდებით და გავარკვევთ ამ ყველაფერს. ჩვენთვის მთავარია, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმება და მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები, თუმცა მგონია, რომ ახლო მომავალში, განსაკუთრებით და პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც დასრულდება ში ომი, მიდგომები რადიკალურად და საფუძვლიანად შეიცვლება,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა