მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: რა შეიცვალა საქართველოში 17 წლის განმავლობაში? რუსეთი ვიხილეთ საქართველოში. ის იპყრობს სახელმწიფოს, ის იპყრობს ეკლესიას

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული:
რა შეიცვალა საქართველოში 17 წლის განმავლობაში? ვიხილეთ საქართველოში. ის იპყრობს სახელმწიფოს, ის იპყრობს ეკლესიას. სამტროდ მომართული სპეცსამსახურები ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა საშუალებებით ერთმანეთისგან გათიშვას თუ დაპირისპირებას. განა ყველა დავბრმავდით ან დავშინდით? გამოცდილებამ აჩვენა ეს რეალობა!
რა მისცა საქართველოს 35 წლიანმა გამოცდილებამ. როგორც ჩანს, არაფერი. სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილმა ჯერაც ვერ გაითავისა პიროვნული და სახელმწიფო საზღვრების დაცვის გარდაუვალი აუცილებლობა.
იმის გარდა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, იგი მძევლად აყვანისა და მიტაცების საფრთხის წინაშე იმყოფება.
ვის ხელში არის დღეს ერთიანი საქართველოს პირველი მონარქის მიერ 1025 წლის წინ აგებული ბედია, ვის ხელში არის დღეს იკორთა. ვის ხელში არის ან სად არის ბაგრატის ძვლები. ვინ ჩამოშალა ტაძრით ხელდამშვენებული მისი პორტრეტი. ვის ხელში არის ან სად არის შალვა და ელიზბარ წამებულთა ძვლები. როდის მოგესმათ ბოლოს საერთაშორისო დიდ ტრიბუნაზე სახელმწიფოს ან ეკლესიის ხმა: რომ და ცხინვალის რეგიონი არის ოკუპირებული. რომ მათ გარეშე არ არსებობს საქართველო!
ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაცია და კიდევ მეტი ოზოლაცია.
ვისი და რისი იმედი აქვს იზოლაციაში მყოფ სახელმწიფოს მიძინებულ თუ დაღლილ მოსახლეობას. ღმერთი იმ დროსაც იყო როდესაც ნაგლეჯ- ნაგლეჯ მიმოფანტეს წინაპრების სისხლით მოტანილი დიდი საქართველო. ასევე, როდესაც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გამოაძევეს და თავისივე მიწა- წყალზე ხიზნად აქციეს ქართველი მოსახლეობა. საქართველოდან გამოაძევეს საქართველო!
ნამდვილი იმედი იქ ისახება
და ღმერთის შეწევნის მიმღეობის შესაძლებლობა მაშინ ჩნდება, როდესაც ითავისებენ თავდადების აუცილებლობას, უსამართლობასა და ბოროტებასთან ზავის არ დადებას. ითავისებენ დიდი წინაპრის სიტყვებს: თუ წავალ ყაენთან ვიცი რომ მომკლავს. თუ მომკლავენ, ქვეეყანა მაინც გადარჩება.
აი, თავდადების სულისკვეთება. აი, ღვთისმიერ ბოძებული სასოების ძალმოსილება, სადაც ტყუილ იმედს ადგილი არ ეძებნება. აი, რის შემდეგ შეძლო იმ დროის საქართველომ რომ აღედგინა დაკარგული ბრწყინვალება.
ამიტომ მტკიცედ უნდა შევძახოთ საკუთარ თავს და ვაუწყოთ გარესამყაროს: თუ დაგივიწყოთ საქართველო, დაივიწყე მარჯვენა ჩვენი! ისევე როგორც, ოდესღაც დაწერა დავით მეფსალმუნენ ებრაელებისთვის სიტყვა დასაფიცარი: თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?