რა პერსპექტივა აქვს საქართველოში მწვანე ენერგეტიკას და როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ცნობადობის ამაღლება ამ კუთხით, ამის შესახებ Helios Energy-ს დამფუძნებელმა გუგა ბარბაქაძემ “საქმიან დილაში” სტუმრობისას ისაუბრა.
“მზის ენერგია და განახლებადი ენერგიები ქვეყანაში უფრო და უფრო საინტერესო ხდება, ამას მოწმობს ის გაზრდილი ინტერესი, რომელსაც ჩვენ თავად ვაფიქსირებთ ხოლმე უკვე მომართვების სახით. გვინდა ფეხი ავუწყოთ მსოფლიო ტენდენციას, ვინაიდან ძალიან პოზიტიური სიგნალები მოდის ბიზნესისგან. დღესდღეობით ქვეყანაში დაახლოებით 60მგვტ სიმძლავრის მზის სადგურებია დაყენებული”, – დასძინა გუგა ბარბაქაძემ.