ქვეყანაში მზის ელექტროსადგურების მშენებლობა შესაძლოა შეფერხდეს. სემეკი მიკროსიმძლავრის მზის ელექტროსადგურებისთვის ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში დადგმული სიმძლავრის 500 კილოვატ/საათიდან 100 კილოვატ/საათამდე შემცირებაზე მსჯელობს, რასაც იმ არგუმენტით ხნის, რომ ნეტო აღრიცხვის პროექტმა განვითარების პიკს მიაღწია, შეივსო 14%-იანი ზღვარი, ეს სადგურები კი გამანაწილებელ ქსელში გარკვეულ პრობლემებს ქმნიან.
გარდა ამისა ირკვევა ისიც, რომ მარეგულირებელი 100 მეგავატის სიმძლავრის მზის სადგურებისთვის ვირტუალური სქემის გაუქმებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ თუ აქამდე ერთ წერტილში ხდებოდა მზის ენერგიის გამომუშავება, მას სხვა წერტილში ვეღარ ჩათვლი. კომპანია Shine Energy-ის დამფუძნებელი ნინო გადელია “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თუ სემეკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ მზის პროექტები შეფერხდება, რადგან აქამდე 90% სწორედ ვირტუალური მზის ელექტროსადგურების პროექტები შენდებოდა.