მზია ამაღლობლის თქმით, დაკავების შემდეგ არასათანადოდ მოეპყრნენ

❗️„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორ მზია ამაღლობელთან არ უშვებენ ადვოკატს, თუმცა იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მზია ამაღლობელმა მას განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
❗️ამასთანავე მან, სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოუთხრო, რომ
როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, იგი ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი. პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა. ❗️როგორც მზია ამაღლობელია აღნიშნავს, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა სწორედ პოლიციის უფროსის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოიძახეს ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში პუტინს ეახლა და პირდაპირი მნიშვნელობით, ხელებს უკოცნიდა მას

თეონა აქუბარდია: ალიევი თბილისში ბოლოს ღარიბაშვილის დროს, 2023 წელს იყო, მისი ჩამოსვლა მოულოდნელია, დაანონსებული არ ყოფილა – გეოპოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთვის უპირობო შესაძლებლობები იცვლება, ჩვენი ქვეყანა კი რეალობას მოწყვეტილია