მზია ამაღლობელს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები უტარდება

მზია ამაღლობელი იმყოფება მონიტორინგის ქვეშ, უტარდება ასევე დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ განაცხადა.
ექიმის თქმით, მზია ამაღლობელი აგრძელებს ექიმთა რეკომენდაციების შესაბამის მკურნალობას.
„მდგომარეობა რჩება იგივე. ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას. გრძელდება ჩვენი რეკომენდაციები და იმყოფება მონიტორინგის ქვეშ. უტარდება ასევე დამატებითი ლაბორატორიული განმეორებითი კვლევები. რეკომენდაციები გამომდინარეობს მისი ზოგადი მდგომარეობიდან, რაც ახასიათებს შიმშილის ეფექტს ამდენი დღის განმავლობაში. იცით, რომ პაციენტი მოინახულა სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ექიმთა ჯგუფმა, შეგხვდა ჩვენ. იყო ჩვენი აზრების ურთიერთგაცვლა და შევჯერდით ერთობლივ რეკომენდაციებზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – 17 წლის თავზე, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი გმირების ხსოვნას – დიდი ტრაგედია და სირცხვილია, რომ 17 წლის თავზე, ამ ქვეყანას მართავს დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის განცხადებით, თუ სააპელაციო სასამართლო, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, შემდგომში ისინი საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ