მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირეს, მას 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მან ჟურნალიტს წარდგენილი მუხლი გადაუკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.
დღეს ს საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის 7-თვიანი საქმის განხილვა დასრულდა.
პროცესს ესწრებოდნენ მზია ამაღლობელის მხარდამჭერები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი .
პროცესის პარალელურად სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
***
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.