ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი უნდა გაიმართოს, დღეს, შესაძლოა, სასამართლოს ჩვენება თავად ბრალდებულმა მზია ამაღლობელმა მისცეს.
ასევე, დღევანდელ პროცესზე ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმე გამოიკითხება.
აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სადაც მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იმყოფებიან, პერიოდულად ისმის შეძახილები „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.
