ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, თავისი სურვილით, კლინიკა ვივა მედიდან ციხეში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ნეტგაზეთი ავრცელებს.
თავდაპირველი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი საპატიმრო დაწესებულებაში 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ.
ადვოკატები მის მონახულებას დღეს, 27 თებერვალს, უკვე რუსთავის ქალთა კოლონიაში აპირებდნენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ადვოკატებისთვის მზია ამაღლობელის კლინიკაში დატოვების მიზეზი უცნობი იყო.
