მზია ამაღლობელი – ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა, იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი?”

ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა. იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მანამდე, მან მოსამართლეს მიმართა, მისი საბოლოო სიტყვისთვის ცალკე პროცესი ჩაინიშნოს იმისთვის, რომ ძალების აღდგენა მოახერხოს. მოსამართლემ აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა და მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართავს.
„დღეს მარტო ერთ კითხვას დავსვამ. ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა. რა ვიცი, იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი“, გაიგეთ თუ არა სადაა, რომელ კონტინენტზე „გლობალური ომის პარტია“, რომელზეც საუბრობს. მართლა სირცხვილია, ისეთი შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი… ეს ხაზი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია არამარტო ჩემთვის, თქვენთვისაც და ზოგადად ქვეყნისთვის“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ბოლო 7 თვეში, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – გისურვებთ, რომ მომავალმა წელმა მოიტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული მომავლის რწმენა – ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის