ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მაკკეინის ინსტიტუტის ახალი ინიციატივის, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს” წევრია.
ინიციატივა სახელად “თავისუფლება პოლიტპატიმრებს” მოიცავს, სასიცოცხლო დახმარებას გაწევას ამერიკელებისთვის, მწვანე ბარათის მფლობელებსთვისა და დისიდენტებსთვის, რომლებიც პოლიტიკური პატიმრები არიან.
ჯონ მაკკეინის თავისუფლება პოლიტპატიმრების ინიციატივა გააგრძელებს სენატორი მაკკეინის მემკვიდრეობას, მძევლების თავისუფლებისა და უსაფრთხო დაბრუნებისთვის”, – განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორ ეველინ ფარკასმა.
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დასაწყისისთვის, ინიციატივა ორიენტირებული იქნება ოთხ მიმართულებაზე.
ვენესუელა: ჰესუს არმასი, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მაკკეინის; გლობალური ლიდერი;
ბელარუსი: მარია კალესნიკავა, ბელარუსი ფლეიტისტი;
ღაზა: ისრაელელი, ამერიკელი მძევლები;
საქართველო: მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი.
მზია ამღლობელი 26-ე დღეა შიმშილობს, ის გამოკვლევებისთვის კლინიკა ვივა მედში იმყოფება.