მზია ამაღლობელი – ბრალი, რომელიც მაქვს რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი, დირექტორი, მზია ამაღლობელი ციხიდან წერილს ავრცელებს.
როგორც მზია ამაღლობელი განმარტავს, ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც აქვს რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია.
“ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესები, რომელიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა”, – წერს მზია ამაღლობელი, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, ს საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება