მზია ამაღლობელი – არ გატყდეთ! ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ – თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ჩვენ დამნაშავეები არ ვართ!

ხშირად ვხედავ ჩვენს პარტნიორებსა და ელჩებს, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მედიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ – ამას არ აღვიქვამ, როგორც პერსონალურ მხარდაჭერას, ამას როგორც ევროპული მომავლის მხარდაჭერას, ისე აღვიქვამ, მარტო არ ვართ დიქტატურასთან ბრძოლაში, – ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტად საზოგადოების სოლიდარობის შედეგია, რომ შიმშილობის დროს გადარჩა.
„ადვოკატები არგუმენტებითა და მტკიცებულებებით საუბრობენ, მათ შეძლეს ადამიანების ნდობა შენარჩუნებულიყო, დაიმახსოვრეთ მათი სახელი და გვარები, ისინი ქართული მართლმსაჯულების საყრდენი გახდებიან, ჩემი პატივისცემა მათ. ამ დარბაზში, ჩემგან მარცხენა მხარეს, ხშირად ვხედავ ჩვენს პარტნიორებსა და ელჩებს, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მედიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ, ეს ამბავი კი ძალიან მახარებს. ამას არ აღვიქვამ, როგორც პერსონალურ მხარდაჭერას, ამას როგორც ევროპული მომავლის მხარდაჭერად აღვიქვამ. მარტო არ ვართ დიქტატურასთან ბრძოლაში, მადლობა საქართველოს მეგობრებს.
მადლობა ჩემს კოლეგებს, მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა მოქალაქეს, რომლებიც წინააღმდეგობას წარმოადგენთ, სადაც არ უნდა იყოთ. განუზომელი ენერგია მოდის თქვენგან. სოლიდარობის შედეგია, რომ შიმშილობის დროს გადავრჩი. დრო კვლავ არის ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის.
ბოდიშიც მაქვს მოსახდელი, ჩემი ოჯახის, მეგობრების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გუნდისთვის, ვწუხვარ,რომ ყველაზე რთულ და ამავდროულად მნიშვნელოვან დროს თქვენთან არ ვარ
არ გატყდეთ! ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ, მე თქვენი მჯერა, როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა იყოს, თქვენი ყველა ნაბიჯი ღირსეული იქნება.
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ!“- განაცხადა მზია ამაღლობელმა.