მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას, – ამის შესახებ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი.
ჟურნალისტი წერს, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.
“არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას”, – წერს მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელმა მისი პოზიცია წერილობით მას შემდეგ გაავრცელა, რაც ტექნიკური ხარვეზების გამო, სასამართლო დარბაზში მის მიერ გაკეთებული განცხადება არ ისმოდა.
