მზია ამაღლობელის უფლებებს BLB და მაია მწარიაშვილიც დაიცავენ

იურიდიული კომპანია BLB და ადვოკატი მაია მწარიაშვილი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ინტერესების დაცვის საქმეში ჩაერთვებიან.
მათთან ერთად, მზია ამაღლობელის უფლებებს საია (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) და გიორგი ხიმშიაშვილი იცავენ.
როგორც BLB განცხადებაში წერს, ის ყველა სამართლებრივ საშუალებას მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობის აღსადგენად.
“BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი, დაიცავს ონლაინ მედია გამოცემების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უფლებებს მისი უკანონო ბრალდების საქმეში.
მზია ამაღლობელი, სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი, გამორჩეული ჟურნალისტი, დაპატიმრებულია უკანონოდ. მას BLB დაიცავს რეპუტაციულ უფლებადამცველ ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად.
მზია ამაღლობელს ბრალი აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 353(პრიმა) მუხლით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმა).
მე-17 დღეა მზია ამაღლობელი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, საქართველოში სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიული და ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ.
BLB გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობის აღსადგენად”, – წერს BLB სოციალურ ქსელში.
პატიმრობაში მყოფი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-17 დღეა. ის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.