მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 28 აპრილს გაგრძელდება

ს საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა.
დღეს ორი მოწმის გამოკითხვა მოხდა, რომლებიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა. საქმეზე გამომძიებელი და პოლიციელი გამოიკითხნენ, რომლებიც უშუალოდ დაკავების და შემდგომ პროცესებში იყვნენ ჩართული.
სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაგრძელდება.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული თურქმენეთის ფორუმზე, მან აღნიშნა ოკუპაციაც – კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა