მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო საჩივრის ვადა დაირღვა

მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო საჩივრის ვადა დაირღვა. წესით გუშინ, 20 იანვარს უნდა გამხდარიყო ცნობილი, მიიღებდა თუ არა ქუთაისის სააპელაციო ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის სააპელაციო საჩივარს, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობია.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი კი 14 იანვრიდან, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს. როგორც “მთავარ არხს” ადვოკატმა ჯაბა ქათამაძემ განუცხადა, ამ დროისათვის დაპატიმრებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია