მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა ს საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე სალიხ შაინიძე საბოლოო გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.
“ბატონო მოსამართლე, საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია. ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად. […] სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ეს არის სიცრუე, კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩამიდენია. […] საუბარი იყო, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა”, – თქვა მზია ამაღლობელმა პროცესზე.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.