მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი სასამართლო პროცესს დაესწრებიან.
სხდომას ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც დაესწრებიან.
დღეს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, გადაწყდება საქმე გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად.
სასამართლო ასევე, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზეც იმსჯელებს.
გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს “სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან